მერაბ დვალიშვილი: "ალექსანდრე თოფურია ჩემზე მაგარია"
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ალექსანდრე თოფურიას (5-1) UFC-ის დებიუტამდე სულ სამი კვირა დარჩა. მასთან ერთად იქნება ძმა, ილია (16-0), რომელიც მის კუთხეში იქნება... თუმცა მერაბ დვალიშვილისგან გავიგეთ, რომ თავადაც აპირებს ავსტრალიაში ჩასვლას და ალექსანდრეს ყველაფერში დაეხმარება. მერაბმა უფროსი თოფურია განსაკუთრებულად შეაქო.
ახლა წავალ ავსტრალიაში და ილიას ძმას დავუჭერ მხარს. მას დებიუტი ექნება UFC-ში, ალექსანდრე თოფურია ჩვენი გაუმჯობესებული ვარიანტია. არ ვამბობ, რომ ის ილიაზე უკეთესია, თუმცა ჩემზე უკეთესი მებრძოლი ნამდვილად არის. - განაცხადა მერაბმა უმარ ნურმაგომედოვთან გამარჯვების შემდეგ
⚡️Merab says he’ll travel to Australia for #UFC312 to help Alexandre Topuria for his UFC debut.
— Home of Fight (@Home_of_Fight) January 19, 2025
Merab also stated that Alexandre is a better MMA fighter than himself.👀
🎥 @ufc ▫️ pic.twitter.com/FnATZL3NEn
ალექსანდრე თოფურია, ისევე როგორც მერაბი, სუპერმსუბუქ დივიზიონში გამოდის და მისი დებიუტი 9 თებერვალს, ავსტრალიაში შედგება - ქართველის მეტოქე ადგილობრივი მებრძოლი, კოდი ჰადონი (8-1) იქნება.