Belive

"მასთან ოქტაგონის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო" - თოფურია ვოლკანოვსკიზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ალექს ვოლკანოვსკი UFC 298-ზე მეორე რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა. ილიასთან ბრძოლამდე ვოლკანოვსკიმ მახაჩევთანაც ნოკაუტით წააგო. ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ამას ავსტრალიელის შესრულებაზე გავლენა აუცილებლად ექნებოდა.

"მატადორმა" ყოფილ მოწინააღმდეგეს ურჩია, რომ რევანშზე ჯერ არ იფიქროს. ილიას თქმით, ეს ყველაფერი "ვოლკისთვის" უკეთესი იქნება.

მასთან ოქტაგონის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. ის Pound for Pound-ის ნომერ პირველი მებრძოლი იყო. მისთვისვე სჯობს, რომ რევანში არ აიღოს. - განაცხადა ილია თოფურიამ "El Hormiguero"-სთან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ალექს ვოლკანოვსკი ქვემსუბუქ წონას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სათავეში ედგა. ილიასთან ჩატარებული ბრძოლა მისთვის მეექვსე ტიტულის დაცვა იყო.

თოფურია თავის დაუმარცხებელ სერიას ინარჩუნებს. ახლა ქართველის რეკორდი 15-0 არის. "მატადორს" UFC-ში 7 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 6 დროზე ადრე დაასრულა.

სხვა სტატიები