Belive

"ყველაფერს გავუკეთებ რასაც მოვინდომებ" - თოფურია ო'მალიზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ას შემდეგ, რაც შონ ო'მალიმ ვერას წინააღმდეგ ქამარი დაიცვა, ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. "მატადორმა" "შუგას" გამოწვევა არ მიიღო და შეახსენა, რომ ჯერ ძალები მერაბთან უნდა მოსინჯოს.

თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და მასთან ბრძოლა ბევრს სურს. თავად ილიასაც უამრავი არჩევანი აქვს მაგრამ, ო'მალიმდე რამდენიმე მეტოქე ჰყავს. თანაც, თოფურიას შონი ზედმეტად მარტივ მეტოქედ მიაჩნია.

სიმართლე გითხართ, მისი ცემა ნებისმიერი გზით შემიძლია. ყველაფერს გავუკეთებ რასაც მოვინდომებ. შემიძლია უბრალოდ ვეთამაშო. ჩემს ყველას მოწინააღმდეგეს ამას ვეკითხები: როგორ გინდა გაგთიშო? ის მსოფლიო ჩემპიონია და პატივს ვცემ მაგრამ, ჩემს წინააღმდეგ არაფერი აქვს. - განაცხადა ილია თოფურიამ ო'მალიზე საუბრისას

შეგახსენებთ, რომ შონ ო'მალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლა სექტემბერში Sphere-ში გაიმართება. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

არ არის გამორიცხული, რომ მერაბმა და შონმა კვლავ ერთ საღამოს იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ სექტემბერში ბრძოლა სურს. თუ მაქს ჰოლოუეი სექტემბერში მზად იქნება ილიას და მერაბს, UFC 298-ის მსგავსად, ისევ ერთ საღამოს ვიხალავთ.

სხვა სტატიები