Belive

მასპინძლები ოპტიმალური გუნდით | იაპონია ტოკიოს გრანდ სლემისთვის დაკომპლექტდა

3 დღის წინ სხვა
1 წთ

მსოფლიო ძიუდოს სამყარო წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ტურნირისთვის ემზადება. ტოკიოს გრანდ სლემი, რომელიც ტრადიციულად 5-6 დეკემბერს გაიმართება, გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ შესთავაზებს გამორჩეულ სანახაობას, რადგან ტატამიზე არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, ტურნირის მასპინძლებმა სიჩუმე დაარღვიეს და თავიანთი ძლიერი შემადგენლობა უკვე სრულად დაასახელეს. იაპონელები მშობლიურ კედლებში მაქსიმალური დატვირთვით და საუკეთესო ათლეტებით იასპარეზებენ, რაც შეჯიბრებას კიდევ უფრო დაძაბულსა და სანახაობრივს გახდის.

იაპონიის მამაკაცთა ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა

60 კგ: ნაგაიამა რიუჯუ, კონდო ჰაიატო, ფუკუდა იამატო, ნაკამურა ტაიკი.

66 კგ: აბე ჰიფუმი, ტეოკა ტაკეში, ჰადანო კეიტა, ჰატორი შინსეი.

73 კგ: ტანაკა რიუგა, იშიჰარა ტაცუკი, კიჰარა კეიტო, უჩიმურა შუსუკე.

81 კგ: ოინო იუჰეი, ფუჯიავარა სოტარო, იძავა ნაოტო, ჰოჯო იოშიტო.

90 კგ: მურაო სანშირო, ტაჯიმა გოკი, ოკადა რიკუ, იოია კაიჰორი.

100 კგ: დოტა არაი, მასუჩი რიოტარო, ნაკაიმა კოუ, საიმოტო ალექსანდრე.

+100 კგ: ნაკანო კანტა, ნაკამურა იუტა, საიტო ტაცურუ, ოტა ჰიოგა.

სხვა სტატიები