Belive

"მას შემდეგ, რაც ალჯოს და მერაბს დავანოკაუტებ, მათთან სიამოვნებით ვივარჯიშებ" - შონ ო'მალი

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ს გამორჩეულმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონის მეორე ნომერმა შონ ო'მალიმ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გაავრცელა. ამერიკელი სპორტსმენი თვლის, რომ ის ალჯამეინ სტერლინგსაც და მერაბ დვალიშვილსაც დაანოკაუტებს.

"მას შემდეგ, რაც ალჯოს და მერაბს დავანოკაუტებ, მათთან სიამოვნებით ვივარჯიშებ" - წერს ო'მალი საკუთარ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეს სამი მებრძოლი ერთმანეთს შეხვდა საკმაოდ თბილად ისაუბრეს. მერაბს, ალჯოსა და შონს ერთი რამ აქვთ საერთო, სამივეს პიოტრ იანი ჰყავს დამარცხებული. დვალიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოს სათაურიც თემატური იყო: "პიოტრ იანზე მონადირეები."

შეგახსენებთ, რომ ალჯო, მერაბი და ო'მალის სუპერმსუბუქ წონაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან. ამ მხრივ აღნიშნული დივიზიონში საკმაოდ საინტერესო მდგომარეობაა. იანის დამარცხების შემდეგ, ქართველმა "მანქანამ" სერიოზული ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო ქამრისკენ, თუმცა, ვინაიდან ჩემპიონის ტიტულს მისი მეგობარი სტერლინგი ფლობს, მერაბი მასთან ბრძოლაზე უარს აცხადებს. შონ ო'მალი კი თამამად ითხოვს ოქროს ქამარს. ამა წლის მარტში შონმა ისიც კი დაწერა, რომ ივნისში უკვე საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელის ბოლო გამარჯვება დიდი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ბევრის აზრით, მას იანთან ბრძოლა მოაგებინეს და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო დროს ალჯამაეინ სტერლინგი ხშირად აცხადებს, რომ წონის შეცვლას გეგმავს, რაც მერაბს გზას გაუხსნის. ალჯოს მომავალი ბრძოლა 7 მაისს ყოფილი ორმაგი ჩემპიონის  ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული.

სხვა სტატიები