"ილია მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება!" - ალექს ვოლკანოვსკი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 317-მდე ორი დღე დარჩა. ღონისძიების მთავარი ბრძოლია ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის შედგება. ამ დაპირისპირებაში ფავორიტია ილიაა. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი და "მატადორის" ყოფილი მეტოქე - ალექს ვოლკანოვსკიც იმავეს ფიქრობს.
ილიამ იცის, რომ ჩარლზი მფრინავი მუხლებით აგრესიულად წინ იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, ილია თავიდანვე წნეხის ქვეშ ვერ მოაქცევს. მე ამ ბრძოლაში ილიასკენ ვიხრები. თუ ჩარლზი წინ აგრესიულად ივლის, თოფურია რამდენიმე მძიმე ბომბს დაახვედრებს. ილია მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდება - განაცხადა ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. ილიასა და ჩარლზის დაპირისპირება 29 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.