"ადესანია ან..." დოლიძემ 2 ყოფილი ჩემპიონი გამოიწვია
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC FIGHT NIGHT-ის მთავარი ბრძოლა რომან დოლიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
5-რაუნდიან დაპირისპირებაში, დოლიძემ მარვინ ვეტორის შანსი არ დაუტოვა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
რევანშის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა 2 ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი და ისრაელ ადესანია გამოიწვია და მათთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ვეტორისთან აღებული რევანშის შემდეგ, საშუალო წონის რეიტინგში დაწინაურდება.