Belive

"მარტის შემდეგ რომელიმეს მერაბთან ჩხუბი მოუწევს" - სტერლინგი ვერასა და ომალის ბრძოლაზე

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მიუხედავად რეიტინგში მეექვსე პოზიციისა, მარლონ ვერამ UFC-სგან კარგი შანსი მიიღო. ეკვადორელი მებრძოლი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ო'მალის წინააღმდეგ იჩხუბებს. აღსანიშნავია, რომ "შუგა" და "ჩიტო" აქამდეც დაპირისპირებიან ერთმანეთს, სადაც გამარჯვებული ვერა გამოვიდა. MMA-ს გულშემატკივრები ამ რემატჩის იდეამ არ მოხიბლა და უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში არც მალავენ.

ერთ-ერთმა ფანმა საკუთარ X-ის გვერდზე იკითხა თუ რატომ იბრძოდა ვერა საჩემპიონო ქამრისთვის. რაზეც ალჯამაინ სტერლინგმა ასეთი პასუხი გასცა:

რადგან მას მერაბთან ბრძოლა არ სურს. მარტის შემდეგ, მერაბთან ჩხუბი რომელიმეს მოუწევს. - ასე უპასუხა ყოფილმა ჩემპიონმა

როგორც მოგეხსენებათ, UFC-მ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა არ ჩაუნიშნა. "მანქანა" ო'მალისთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, ამაოდ. დვალიშვილის ნაცვლად, ჩემპიონის ქამარზე რეიტინგის მე-6 ნომერი მარლონ ვერა იბრძოლებს.

როცა ცხადი გახდა, რომ დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლას ვერ მიიღებდა, მან ალტერნატიული გზა გამონახა და ჰენრი სეხუდოს გამოწვევა გადაწყვიტა. დვალიშვილმა ჰენრის სოციალურ ქსელში ვიდეოც მიუძღვნა. თავის მხრივ, უპასუხა ყოფილმა ჩემპიონმაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დაპირისპირება მალე შედგება.

სხვა სტატიები