"ილია ჯუჯაა, ხალხს არ ესმის მასზე რამდენად დიდი ვარ" - პადი პიმბლეტი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა ილია თოფურიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ინგლისელი მებრძოლის თქმით, "მატადორმა" საჩემპიონო ბრძოლა ძალიან ადრე მიიღო. პადიმ ისიც აღნიშნა, რომ ილიაზე ბევრად დიდია და ამის ხარჯზე მისი დამარცხება არ გაუჭირდება.
ილია ჯუჯაა. ხალხს არ ესმის მასზე რამდენად დიდი ვარ. ძალიან მინდა მის პირისპირ აღმოვჩნდე, რომ ხალხმა ეს გააცნობიეროს.
ის რომ ილია არ მომწონს, არ ნიშნავს რომ ცუდი მებრძოლია. ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ რომ ქამარზე ჩხუბი ძალიან მალე მიიღო. ქვემსუბუქი დივიზიონი მასზე ადრე ვოლკმა გაასუფთავა და საჩემპიონო ჩხუბიც სწორედ ამიტომ მიიღო. თოფურიამ მხოლოდ ბრაის მიტჩელი და ჯოშ ემეტი დაამარცხა. მან ისეთი მებრძოლები გამოტოვა როგორებიც არიან: ბრაიან ორტეგა, იაირ როდრიგესი ან თუნდაც არნოლდ ალენი.
ილია მსუბუქ წონაში გადმოსვლაზე საუბრობს, როცა ტიტულის მხოლოდ ერთი დაცვა აქვს. თუ სხვა დივიზიონის ქამარზე გსურს ჩხუბი, ჩემი აზრით, შენი ტიტული მინიმუმ სამჯერ უნდა დაიცვა.
ილია ამბობს, რომ 66 კილოს დასაფიქსირებლად 6 თვე სჭირდება. ამ დროს მე მეძახიან მსუქანს, როცა წონის ცვლილება 2-3 თვეში შემიძლია. - განაცხადა პადი პიმბლეტმა eldoberdanMMA-სთან საუბრისას
შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლა ილიამ აბუ-დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართა. "მატადორმა" მეტოქე გათიშა და საკუთარი ტიტული წარმატებით დაიცვა.
სოციალურ ქსელში და MMA მედიაში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ შემდეგი ჩხუბი ილიას ვოლკანოვსკისთან ელის. ავსტრალიელთან რემატჩი სავარაუდოდ მაიამიში, UFC 314-ზე შედგება.