"მაქსი, იაირი, ბრაიან ორტეგა ყველა მათგანს შეუძლია პენსიაზე გავიდეს" - ილია თოფურია
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურია, რომ თავდაჯერებული მებრძოლია ეს უკვე კარგად ვიცით. ის თამამად აცხადებს, რომ თავის მომავალ მეტოქეს - ვოლკანოვსკის პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხებს. ილიამ Instagram-ზე საკუთარი რეკორდი უკვე წინასწარ შეცვალა. ქართველი მებრძოლი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, რომ მის პოტენციურ მეტოქეებს აშინებს.
მე ვაპირებ დავამარცხო ბიჭი, რომელმაც ისინი დაამარცხა. როგორ? ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაქსი, იაირი, ბრაიან ორტეგა ყველა მათგანს შეუძლია პენსიაზე გავიდეს. არცერთს მივცემ შანსს, რომ ტიტულისთვის იბრძოლონ. - განაცხადა ილია თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. თოფურიას მეტოქე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს გაიმართება.