მაქს ჰოლოუეი: "როგორც ფენიქსი... ჩემთვის ახალი თავი იწყება"
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის სუპერვარსკვლავმა მაქს ჰოლოუეიმ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა UFC-ში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ჰოლოუეი აპირებს დატოვოს დივიზიონი და გადავიდეს მსუბუქი წონაში. მაქსმა გულშემატკივრებს საკუთარი YOUTUBE-ის არხიდან მიმართა.
ეს ჩემს ფენიქსის მომენტს ჰგავს, ფერფლიდან თავიდან დავიბადე. ჩვენ ყოველთვის წინ მივიწევთ, ვაღებთ ახალ კარს და ვიწყებთ ცხოვრების ახალ თავს. მე მჯერა, რომ არასდროს უნდა თქვა სიტყვა "არასდროს", თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, იყო თუ არა ეს ჩემი ბოლო ბრძოლა ქვე-მსუბ წონაში?
გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ დივიზიონში დავასრულე. ყველაფერი ვნახე, 33 წლის ვხდები და ამდენ დროს წონის კლებას ვერ დავუთმობ.
როცა ქვე-მსუბუქ დივიზიონში ბრძოლისთვის ვემზადებოდი, 'ჩემი ცხოვრებიდან "რამენის" (იაპონური კერძი) დათმობა გახდა საჭირო. წარმოუდგენელია, აღარ მინდა რამენზე ოდესმე უარი ვთქვა. ბიჭებო, ამ წონაში აღარ დავბრუნდები და ეს ჩემი ცხოვრების ახალი თავია. ზედა დივიზიონში გადავდივარ, დავიწყე მსუბ წონაში და აქვე მინდა გავაგრძელო. - აცხადებს მაქს ჰოლოუეი