Belive

"მერაბთან პიოტრის გამარჯვებით გაკვირვებული არ ვიყავი" - უმარ ნურმაგომედოვი

5 დღის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვმა სუპერმსუბუქ წონაში განვითარებულ მოვლენებზე და შესაძლო მომავალზე ისაუბრა. როგორც მისი სიტყვებიდან ვხვდებით, დაღესტნელი თვლის, რომ ჯერ სატიტულო ჩხუბს ვერ მიიღებს. უმარმა მერაბისა და იანის ჩხუბზეც ისაუბრა.

თუ ო'მალი იადონგს გათიშავს, შესაძლოა სატიტულო ბრძოლა მისცენ. პიოტრთან ისტორია უკვე აქვს და აქედან გამომდინარე შესაძლოა რევანშიც მიიღოს. თუ მერაბისა და იანის რემატჩი ჩაინიშნება, მაშინ სატიტულო ჩხუბს UFC 324-ის ბრძოლებიდან გამარჯვებული მიიღებს. ეს მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტია, თუმცა ვნახოთ UFC რას გადაწყვეტს.

მერაბთან პიოტრის გამარჯვებით გაკვირვებული არ ვიყავი. ვიცოდი, რომ სტრაიკინგში უკეთესია და ჭიდაობისგან თავსაც კარგად იცავს. თუნდაც პიოტრი მიწაზე გადაეყვანა, მას ალჯამაინ სტერლინგის მსგავსი გრეპლინგი არ აქვს, რომ მიწაზე ეკონტროლებინა. ამის გამო ჩემს ყველა მეგობარს ვეუბნებოდი, რომ მერაბი წააგებდა. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი დეივესონ ფიგერედოსთან ჩხუბისთვის ემზადება. მათი დაპირისპირება 25 იანვარს UFC 324-ზე შედგება.

სხვა სტატიები