Belive

"თუ ისლამი ილიას ჩაავლებს ყველაფერი დასრულდება" - ტიმ უელში

1 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალის მწვრთნელმა ტიმ უელშმა საკუთარ YouTube არხზე ილიასა და ისლამის ჩხუბზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ამერიკელი მახაჩევის მხარეს იხრება და მის გამარჯვებას მეტად მოელის.

ნეტავ როდის ჩაინიშნება ილიასა და ისლამის ბრძოლა? მაინტერესებს ილია აპირებს თუ არა კუნთური მასის მომატებას. UFC-ს კარიერაში თოფურიას წელს ზემოთ ფეხის დარტყმა არასდროს გაუშვია. მას გაშლილი კრივის დგომი აქვს და დარტყმის შანსს ვხედავ. თუმცა, როგორც კი ისლამი ილიას ჩაავლებს ყველაფერი დასრულდება. როდესაც ტრადიციულ მოკრივეს ხვდები, მისთვის ფეხის დაზიანება არც ისე რთულია. თოფურია ნამდვილად კარგი გრეპლერია, მას შავი ქამარი აქვს. თუმცა, ჩემი აზრით, ისლამი უბრალოდ ძლიერი იქნება და ილია თოფურიას საბმიშენით მოუგებს. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა

შეგახსენებთ, რომ ილიამ ქვემსუბუქი დივიზიონი დატოვა და ახლა ოფიციალურად მსუბუქი წონის მებრძოლია. როგორც მისი გუნდი ამბობს, "მატადორს" მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა სურს და მომავალ მეტოქედ მახაჩევს განიხილავენ.

სხვა სტატიები