Belive

მაქს ვერსტაპენმა ჩინეთის გრან პრი პირველად მოიგო

8 თვის წინ სხვა
1 წთ

შანხაიში გამართული რბოლა ისევ მაქს ვერსტაპენის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გრან პრი, ნიდერლანდელმა სპორტსმენმა, კარიერაში პირველად მოიგო.

3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, სეზონის დაწყებიდან დღემდე, 5-დან უკვე მე-4 შეჯიბრი დაასრულა პირველ ადგილზე. ბოლო 27 რბოლიდან კი 24 გამარჯვებით აქვს დასრულებული. გასულ თვეს, ავსტრალიაში მაქსს სამუხრუჭე სისტემის პრობლემა შეექმნა და რბოლას ჩაეხსნა, ამიტომაცაა, რომ მხოლოდ მელბურნში ვერ მოახერხა ჩემპიონობა.

პოდიუმი, მეორე ადგილით, 'მაკლარენმა' და მისმა პილოტმა, ლანდო ნორისმა დაიკავეს, ის გამარჯვებულს 13 წამზე მეტი დოით ჩამორჩა, მესამე ადგილზე კი სერხიო (ჩეკო) პერესმა 'რედ ბული' შეიყვანა და ეს რბოლაც 'წითელი ხარების' დომინაციის მაგალითი იყო.

უსაფრთხოების მანქანა საქმეში ორჯერ ჩაერთო. ერთხელ მას შემდეგ, რაც 'Sauber'-ის ვალტერი ბოტასი ტრასის კიდეზე აფეთქებული ძრავით გაჩერდა.

ძრავის აფეთქების შემდეგ, ვალტერი ბოტასი ტრასიდან მოპედით გაჰყავთ

2019 წლის შემდეგ, ეს იყო F1-ის პირველი რბოლა ჩინეთში. COVID-19 პანდემიის გამო, საერთო ჯამში, ოთხი რბოლა ჩაიშალა. Sauber-ის შემადგენლობაში მყოფმა, შანხაიში დაბადებულმა ჟოუ გუანიუმ, მშობლიურ ტრასაზე მე-14 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები