მაქს ფერსტაპენი: "მაკლარენით ტიტული უკვე მოგებული მექნებოდა"
6 დღის წინ
სხვა
1 წთ
F1-ის სეზონის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილია და მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) „მაკლარენის“ მრბოლელ ლანდო ნორისს 24 ქულით ჩამორჩება. სეზონის პირველ ნახევარში განსხვავება ძალიან დიდი იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მიდერლანდელი სპორტსმენი ჩემპიონატის დაძაბვას მაინც შეძლებდა.
როდესაც უკვე ოთხი ტიტული გაქვს მოგებული, ეს გათავისუფლებს წნეხისგან. მე საჩემპიონო ბრძოლაში არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვარ.
მაკლარენში რომ ვყოფილიყავი, ჩემპიონატის სიტუაციაზე აღარ ვისაუბრებდით. ტიტული უკვე მოგებული იქნებოდა - თანაც უმარტივესად. წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავებაა ბოლიდებში, როცა მაკლარენმა ასე ადრე მოიგო კონსტრუქტორთა დავა. - განაცხადა ფერსტაპენმა
ინტერვიუებში, მაქს ფერტაპენს, ხშირად უხსენებია, რომ სხვების მანქანებითაც შეძლებდა ჩემპიონობის მოპოვებას, მაგალითად, მანამდე, ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ ტიტულს 2021 წელს „მერსედესის“, 2022 წელს „ფერარის“, ხოლო 2024 წელს „მაკლარენის“ სახელით მოიგებდა. იმ პერიოდში მაქსი არ მიიჩნევდა, რომ სხვა მანქანები მის ბოლიდს რამით ჩამოუვარდებოდნენ.