Belive

45 წლის შემდეგ პირველად | მადრიდში F1 ჩატარდება

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-მა 2026 წლის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი, ერთ-ერთი ადგილი იქნება, სადაც გრან პრი ჩატარდება.

ისევე, როგორც მიმდინარე წელს, 2026 წელიც 24 რბოლისგან იქნება შემდგარი, თუმცა F1-მა გადაწყვიტა სიიდან იტალიის 'იმოლას' ტრასა ამოეღო და მის ნაცვლად ახალი, მადრიდში მშენებარე 'მადრინგის' ტრასა ჩაესვა. მადრიდი, რომელმაც F1-ის რბოლას ბოლოს 1981 წელს უმასპინძლა, გრაფიკში 11-13 სექტემბერს ჩაჯდა. ახალი ტრასა, რომელიც როგორც ქუჩის, ასევე არაქუჩის მონაკვეთებს მოიცავს, მშენებლობის პროცესშია და 2026 წლის კალენდარში ერთადერთი ახალი ადგილი იქნება.

ისე მოხდა, რომ იტალიამ, რომელსაც 2 ადგილი ჰქონდა (იმოლა და მონცა), მხოლოდ ერთი დარჩა, სამაგიეროდ ესპანეთი იქნება 2 ადგილით წარმოდგენილი. ნახსენები მადრიდის გრან პრი და უკვე კარგად ნაცბობი კატალონიის გრან პრი, რომელიც ბარსელონაში იმართება. 2026 წელს, სარბოლო ტრასებზე ვიხილავთ ახალ ბრენდებსაც.

2026 წელი ფორმულა 1-სთვის ახალი ერა იქნება, სადაც ჩვენი სპორტისთვის, მანქანებისა და ძრავებისთვის სრულიად ახალი რეგულაციების მომსწრე გავხდებით, რომლებიც 100 %-ით მდგრადი საწვავით იმუშავებს.

ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ კალენდარში მადრიდს ვესალმებით და ფორმულა 1-ის ტრასაზე ისეთ უზარმაზარ საავტომობილო ბრენდებს ვნახავთ, როგორებიცაა აუდი, კადილაკი და ფორდი. - განაცხადა F1-ის პრეზიდენტმა, სტეფანო დომენიკალიმ