მამარდაშვილი 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. "ვალენსიას" კარის დარაჯმა ეს ყველაფერი "სელტასთან" დამარჯერებელი შეხვედრის შემდეგ დაიმსახურა. გიორგიმ მისი გუნდის კარში 5-ჯერ იხსნა გაშვებული გოლისგან. აღნიშნული შეხვედრა "ღამურებმა" 1:2 მოიგეს და აღსანიშნავია, რომ პირველი გოლის დროს მამარდაშვილმა პრეასისტიც მიითვალა.
ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესოს ტიტული მეორედ დაიმსახურა.