ტოტენჰემი ჰარი კეინს დიდ ანაზღაურებას სთავაზობს
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
"ტოტენჰემმა" ჰარი კეინს უზარმაზარი კონტრაქტი შესთავაზა, რომელზეც მხოლოდ თავდამსხმელის ხელმოწერაა საჭირო. თანხა ცნობილი არ არის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ამჟამინდელ ხელფასს (£200 000 კვირაში) ბევრად აღემატება. ჯერჯერობით, ინგლისელს გადაწყვეტილი არ აქვს მოაწეროს თუ არა ხელი ხელშეკრულებას.
კეინს, რომელსაც 28 ივლისს 30 წელი შეუსრულება, ლონდონურ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი ამოწურვამდე 12 თვე რჩება.
"დეზები" მათი ცხრიანის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. კეინს საკმაოდ ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული "ბაიერნია". "რეკორდმაისტერი" ინგლისელი თავდამსხმელისთვის 70 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არის.
აღსანიშნავია, რომ თავად "ტოტენჰემის" პოზიცია ჰარის მიმართ უცვლელია. ისინი კეინის გაყიდვას არ აპირებენ.