"მალე გნახავ" - ჰენრი სეხუდო მერაბ დვალიშვილს მიმართავს
გუშინ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ შონ ო'მალის მომავალი მოწინააღმდეგე მარლონ ვერა იქნება. მათი დაპირისპირება მარტში UFC 299-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ვერასა და ო'მალის აქამდეც უჩხუბიათ, სადაც გამარჯვებული "ჩიტო" გამოვიდა.
O'Malley vs Vera 2 in March pic.twitter.com/LGxqf9GOlo
— UFC (@ufc) November 6, 2023
ქართველი გულშემატკივრისთვის აღნიშნული სიტუაცია საკმაოდ საინტერესოა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონი ო'მალის შემდეგ პირველ ადგილს ალჯამაინ სტერლინგი იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ ალჯომ ო'მალისთან ბრძოლა უკვე წააგო, თითქოს ყველაფერი "შუგასა" და მერაბის დაპირისპირებამდე მიდიოდა. თუმცა, UFC ამ შეხვედრის გაოფიციალურებას აჭიანურებდა და ამბობდნენ, რომ დვალიშვილის სტილი არც ისე სანახაობრივია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს, "ჩიტო" ვერა კი მე-6 პოზიციაზეა.
როცა ცხადი გახდა, რომ დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლას ვერ მიიღებდა, მან ალტერნატიული გზა გამონახა და ჰენრი სეხუდოს გამოწვევა გადაწყვიტა. დვალიშვილმა ჰენრის სოციალურ ქსელში ვიდეოც მიუძღვნა. თავის მხრივ უპასუხა ყოფილმა ჩემპიონმაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ ის "მანქანასთან" დაპირისპირებისთვის მზადაა.
მალე გნახავ. - წერს სეხუდო საკუთარ სოციალურ ქსელში
See you soon @MerabDvalishvil https://t.co/fDPNB6bI9m
— Henry Cejudo (@HenryCejudo) November 6, 2023