Belive

ჩარლზ ოლივეირამ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაზე თანახმაა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ ჩარლზ ოლივეირამ საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. კოლბი კოვინგტონმა თქვა, რომ ბრაზილიელთან სიამოვნებით იჩხუბებდა. ბუნებრივია ამ გამოწვევას ჩარლზიც უპასუხებდა და მეტიც, ბრძოლაზე მზაობა გამოთქვა. "Do Bronx" მზად არის წონაში შეუცვალოს და მაღალ დივიზიონში კოლბის შეხვდეს.

ამ დაპირისპირების შესახებ ოლივეირამ კიდევ ერთხელ ისაუბრა და სიტუაცია დაწვრილებით განმარტა.

გაოცებული ვიყავი, როცა მან ჩემი სახელი ახსენა. კოლბის ბრძოლების გაყიდვის საკუთარი სტილი აქვს. ბევრ სისულელეს ლაპარაკობს. მას პირადად არ ვიცნობ და მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ, ისიც მაშინ როცა ლაპარაკობს. მან გამომიწვია. ამბობს, რომ ჩემზე უკეთესი ჯიუ-ჯიცუ და ჭიდაობა აქვს. გამოდის, რომ ყველაფერში ჩემზე უკეთესია. ეს დიდი Money Fight იქნება. UFC-სთან დავილაპარაკებთ და ვნახოთ რა მოხდება. გამორიცხული არაფერია. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბრაზილიელმა მებრძოლმა მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის სურვილიც გამოთქვა. როგორც მოგეხსენებათ, დიდია იმის ალბათობა, რომ "დალოცვილი" ილია თოფურიას შეხვდეს.

ჩარლზი და მაქსი ერთმანეთს 2015 წელს ქვემსუბუქ წონაში შეხვდნენ. მაშინ ჰოლოუეიმ გაიმარჯვა, რადგან ოლივეირამ კისრის ტრავმის გამო ბრძოლა ვერ გააგრძელა.

რატომაც არა? აქ საქმე მემკვიდრეობას ეხება. მაქს ჰოლოუეის ქამარი აქვს და ჩვენ გვიბრძოლია. ყველამ იცის, რომ იმ დროს ტრავმა მივიღე და ბრძოლა მიტომ წავაგე. ასე რომ, რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ? ჩვენ მემკვიდრეობა ვახსენეთ. ქამრის მოგება ჩემთვის გიგანტური იქნება. - განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ

ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. მას კარიერაში 45 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 34 მოიგო, 10-ში დამარცხდა და 1 შედეგის გარეშე გამოცხადდა. ბრაზილიელმა ბოლო ბრძოლა UFC 300-ის საოცარ ქარდზე გამართა. მისი მოწინააღმდეგე არმან ცარუაკიანი იყო, რომლის წინააღმდეგაც დამარცხდა.

სხვა სტატიები