Belive

"ჩემი საოცნებო მეტოქე ხაბიბ ნურმაგომედოვია" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. "მატადორმა" ტიტულისთვის ბრძოლაში ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხდა. ქვემსუბუქ წონას "ვოლკი" საკმაო ხნის განმავლობაში ლიდერობდა. ეს მისთვის მე-6 საჩემპიონო ქამრის დაცვა იყო. აქვს იმასაც გეტყვით, რომ ილიას მეტოქე ამ დივიზიონში დაუმარცხებელი იყო.

გამარჯვების შემდეგ, ილიამ არც მეტი არც ნაკლები კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. მათი დაპირისპირება არც ისე მოსალოდნელია, თუმცა, თოფურიამ მისი კიდევ ერთი საოცნებო ოპონენტი დაასახელა. ამის შესახებ "მატადორმა" გადაცემა "ნოესთან" საუბრისას განაცხადა.

"ჩემი საოცნებო მეტოქე ხაბიბ ნურმაგომედოვია. ბედნიერი ვიქნები თუ მასთან ოქტაგონს გავიზიარებ. დაუმარცხებელია. მისი რეკორდი 29-0 არის და ეს ჩემთვის ძალიან მიმზიდველია. ის ღირსეული და საპატივსაცემო ჩემპიონია. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებდი. - განაცხადა ილიამ

თოფურია კარიერას დაუმარცხებლად აგრძელებს. ქართველის რეკორდი 15-0 და აქედან 7 გამარჯვება UFC-ში მოიპოვა.

სხვა სტატიები