"მახაჩევი მიწაზე არ იღლება და შეუძლია ყველა მხრიდან მტკივნეული გაგიკეთოს" - მასვიდალი
ხორხე მასვიდალი deathrow mma-ს სტუმრობდა, სადაც ილიასა და ისლამის დაპირისპირებაზე ისაუბრა. ხორხეს მისი აზრი პირდაპირ არ დაუფიქსირებია, თუმცა, თითქოს მახაჩევის მხარეს გადაიხარა. ყოფილმა BMF-მა ისლამის იმ ძლიერ მხარეზე ისაუბრა, რომლითან მოწინააღმდეგის ფეხზე დაჩაგვრა შეუძლია.
შესაძლოა ვიხილოთ როგორ გადაჰყავს ისლამს ილია მიწაზე და მას საქმეს როგორ ურთულებს ან ილიამ საკუთარი დისტანცია იპოვოს, თავისი ხელები გამოიყენოს და ისლამი გამოიჭიროს. ალბათ ილია მახაჩევზე ორჯერ სწრაფია და მისი ძალა არარეალურია, შეუდარებელი.
თუმცა, მახაჩევი მიწაზე არ იღლება. შეუძლია ყველა მხრიდან მტკივნეული გაგიკეთოს. ასევე ძალიან კარგად შეუძლია დგომში გაგაჩეროს და მუშაობა გაიძულოს. ჯეკ დელა მადალენას დარტყმები ძალიან კარგია და ისლამი მას უბრალოდ ეთამაშებოდა. - განაცხადა ხორხე მასვიდალმა
👀🤔 Jorge Masvidal leans towards Islam Makhachev to beat Ilia Topuria ?
— Full Mount MMA (@MMAFullMount) March 10, 2026
"I could see Islam taking Ilia down and making his day very, very long or Ilia getting in there, using his hands and catching him, because in my book, Ilia is maybe two notches faster than Makhachev, and… pic.twitter.com/RGxeakoKMS
ვრცელდებოდა ჭორები, რომ ილიას და ისლამის დაპირისპირება თეთრ სახლში უნდა შემდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ისტორიულ ღონისძიებაზე თოფურიას მეტოქო ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება. ბრძოლა 15 ივნისს არის ჩანიშნული.