"მსაჯს ველოდებოდი, რომ ჩხუბი ნებისმიერ მომენტში გაეჩერებინა" - ჟირი პროჰასკა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჟირი პროსჰასკამ ულბერგთან მარცხზე ისევ ისაუბრა. როგორც ჩანს, ჩეხი მებრძოლი ჯერ კიდევ არაა მდგომარეობიდან გამოსული და ჩხუბში დაშვებულ შეცდომას მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმედ აღიქვამს.
დავკარგე ფოკუსი მიზანზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ულბერგმა ფეხი დაიზიანა. ზუსტად ვიცი რაც მოხდა, რადგან ეს ერთხელ უკვე დამემართა. იმ მომენტიდან როცა ულბერგი დაზიანდა, მე ჩემი თავის 100% არ ვყოფილვარ. ალბათ 40-50% ვიყავი და უბრალოდ ვსპარინგობდი. მსაჯს ველოდებოდი, რომ ჩხუბი ნებისმიერ მომენტში გაეჩერებინა. ეს დიდი შეცდომა იყო, ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. - ამბობს ჟირი პროჰასკა
👀🏆 Jiri Prochazka says he was wasn't 100% once the injury happened to Carlos Ulberg:
— Home of Fight (@Home_of_Fight) April 21, 2026
“From the moment the injury happened to Ulberg, I wasn’t at 100 percent anymore. I was at maybe 40-50% of my performance, and I was just sparring and waiting for the referee to stop the fight… pic.twitter.com/chfosW225K
შეგახსენებთ, რომ ჟირი პროჰასკა კარლოს ულბერგთან ნოკაუტით დამარცხდა. მან მოწინააღმდეგეს ფეხი დაუზიანა და თითქოს ყველაფერი მის სასიკეთოდ მიდიოდა. თუმცა, პროჰასკამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვა.