მაიკ ტაისონმა და ჯეიკ პოლმა პრესკონფერენცია გამართეს
კრივის სამყაროში ყველაზე უცნაურ და ამავდროულად საინტერესო ბრძოლამდე 2 თვე რჩება. 20 ივლისს ერთმანეთს მაიკ ტაისონი და ჯეიკ პოლი დაუპირისპირდებიან, რომელიც გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, ისიც რომ ეს შეხვედრა Netflix-ის ორგანიზებით გაიმართება.
მოკრივეებს შორის ასაკის სხვაობა დიდი განხილვის საგანია. ნაწილი თვლის, რომ ტაისონს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს და პოლისთვის ეს დიდი პრობლემა იქნება. მეორე ნაწილი ამბობს, რომ მაიკი უკვე დაბერებულია და 31 წლით უმცროსი მეტოქე მას მარტივად დაამარცხებს.
ამის შესახებ ტაისონმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ყველა ვინც ჩემს ასაკზე საუბრობს, ჩემს ადგილას ყოფნა სურს. ეს სხვას არავის შეუძლია. შეუძლიათ? ვინ შეძლებს მთელი საბრძოლო სამყაროს ყურადღება მიიქციოს? ვერავინ. - განაცხადა "Iron" მაიკმა
ტაისონს კარიერის განმავლობაში 56 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 50 შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავია, რომ აქედან 44 ნოკაუტით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ჯეიკი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია.
ბევრ ადამიანს ჩემში ეჭვი ეპარება. Instagram კომენტარებს ხშირად ვკითხულობ და ხალხი წერს, რომ თუ ამ ბრძოლას მოვიგებ ესე იგი გაყიდული იქნება. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ის მხოლოდ ციფრებია. მაიკი ნამდვილი მკვლელია. ის მებრძოლია და ამას მთელი ცხოვრებაა აკეთებს. მე კი ოთხი წელია რაც ამ საქმეში ვარ და ყველაფერი იდეალურად გამომდის. - განაცხადა ჯეიკ პოლმა
შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ბრძოლაში რეკორდული ასაკობრივი სხვაობა დაფიქსირდება. აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა მებრძოლებს შორის 24 წელი იყო.