"მადალენასთან ჩხუბზე უფრო ვინერვიულებ, ვიდრე ილიასთან" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
YouTube-ზე ერთ-ერთ პოდკასტს ხაბიბ ნურმაგომედოვი სტუმრობდა. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და რა თქმა უნდა ილია-ისლამის ჩხუბსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოდკასტი თოფურიასა და ოლივეირას ბრძოლამდეა ჩაწერილი
ისლამს მადალენასთან ან ილიასთან ბრძოლისთვის რომ ვამზადებდე, მადალენაზე უფრო ვინერვიულებდი. მადალენა ძალიან კარგი მებრძოლის და მასთან ჩხუბი რთული იქნება.
ილიასთან ბრძოლა რა წონაში უნდა შედგეს? პროგნოზებს არ ვაკეთებ, ეს უაზრო საქმეა. თუ ის ოლივეირას ვერ დაანოკაუტებს, ჩემთვის წარმოუდგენელია 5 რაუნდში დაამარცხოს. ყველა სხვა ბიჭთან შედარებით, ვისაც აქამდე ოლივეირა დაუგდია, ილიას ბევრად სოლიდური დარტყმა აქვს. - ამბობს ხაბიბ ნურმაგომედოვი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას მსუბუქ წონაში ასვლის შემდეგ, ისლამ მახაჩევმა ქამარი დათმო და ქვესაშუალო წონაში ავიდა. ამ ეტაპზე ილია მსუბუქი წონის ჩემპიონია. მახაჩევს კი დიდი ალბათობით, მადალენასთან საჩემპიონო ბრძოლა ელის.