დვალიშვილი: "მინდა უკეთესი ო'მალი დავტესტო"
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალისთან ჩხუბამდე მერაბ დვალიშვილმა ESPN MMA-სთან ისაუბრა. "მანქანამ" მისი და "შუგას" დაპირისპირება მიმოიხილა და თქვა, რომ შონი იმაზე მეტად სახიფათო იქნება ვიდრე პირველ ჩხუბში იყო.
ო'მალი ჩვენს კატეგორიაში ყველაზე პოპულარული მებრძოლია. მასთან ჩხუბი ჩემი მემკვიდრეობისთვის კარგი იქნება. შონმა თქვა, რომ 70%-ით უკეთესი იქნება და მინდა უკეთესი ო'მალი დავტესტო. ვიცი ო'მალი ამ ჩხუბზე მეტად სახიფათო იქნება.
ო'მალის მიმართ პატივისცემა სულ გამაჩნდა. როცა UFC-ში მოხვდა უკვე ვარსკვლავი იყო და მასთან ჩხუბი სულ მინდოდა. დავცინოდი, მაგრამ პატივს სულ ვცემდი. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 8 ივნისს გამთენიისას დაიწყება. უმართან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეს მერაბისთვის ქამრის მეორე დაცვა იქნება.