"მაღაზიაში შესვლისას მემკვიდრეობით ვერ გადაიხდი" - ფრენსის ნგანუ
ფრენსის ნგანუ ჟურნალისტის კრიტუკულმა კითხვამ გააბრაზა.
კამერუნელი მებრძოლის კარიერა MMA-თ დაიწყო, სადაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ის UFC-ს ჩემპიონიც იყო, მაგრამ დანასთან უთანხმოების გამო ორგანიზაცია დატოვა და PFL-ში გადავიდა. სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ნგანუმ მხოლოდ ერთხელ იჩხუბა და PFL-ც დატოვა. ფანები მას ადანაშაულებენ, რომ კრივზე მეტ ყურადღებას ამახვილებს, რადგან აქ მეტ თანხას გამოიმუშავებს. სწორედ ამას ეხებოდა ჟურნალისტის კითხვაც, რამაც ფრენსისი გააბრაზა.
მომეცი მემკვიდრეობის განმარტება. მოდი მე გეტყვით რა არის მემკივდრეობა. ჩემი მემკვიდრეობა ახლა ჩემი ბავშვები და ოჯახი არიან, რომელიც შენ მელოდებიან. მე მათზე ვზრუნავ, ვიცავ. შესაძლებლობა მაქვს, რომ მაგიდაზე საჭმელი ჰქონდეთ და თავზე სახურავი. ეს არის უკეთსი მემკვიდრეობა. თუ თქვენს შვილს შვილს მუცელი გამძღარი არ აქვს, მუჰამედ ალის მსგავსი მემკვიდრეობა არაფერს ნიშნავს. მაღაზიაში, ბენზინ გასამართ სადგურზე ან სკოლაში საფასურს მემკვიდრეობით ვერ გადაიხდი. ეს უნდა გაიგოთ. სისულელეა, როცა ამბობენ რომ მებრძოლებს პრომოუშენები აჭმევენ. თქვენ მემკვიდრეობას მიხედეთ, მე კი ჩემი გადახმიხადეთ. - ამბობს ფრენსის ნგანუ
Francis Ngannou fired back at critics claiming he ruined his legacy after the UFC:
— Happy Punch (@HappyPunch) March 11, 2026
“You can’t go to the store and pay with legacy. This is bullsh*t promotions feed fighters, that they’re fighting for legacy. Good for you. Keep the legacy, give me my pay.” 😳
(via @fighthype) pic.twitter.com/6aUJZkgBXa
ნგანუს PFL-ის ორგანიზაციასთან სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იჩხუბა. ზუსტად არ არსებობს ინფორმაცია თუ რა თანხას მიიღებდა ფრენსისი, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მან $10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.