"მზად არ იყო იმისთვის, რაც იმ საღამოს მოხდა" - გეიჯი ილიაზე
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას მარცხის მიზეზები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველმა მებრძოლმა ემოციური შეცდომები დაუშვა. ამერიკელის თქმით, ძველი ჩვევებისა და წარსული წარმატებების განმეორების მცდელობამ მასზე უარყოფითად იმოქმედა.
აქამდეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი - ილიამ საშინელი ემოციური შეცდომები დაუშვა. ის მზად არ იყო იმისთვის, რაც იმ საღამოს მოხდა. ეს მისი ბრალია, რადგან არასდროს უფიქრია, რომ შესაძლებელია ვინმე მასთან ამდენ ხანს გაჩერებულიყო. ილიას დაავიწყდა რამდენად სახიფათოა და რამდენად საშიშია მისი თამაშები.
ის ეცადა, რომ ძველი ბრძოლებიდან იგივე ილია გადმოეყვანა. ეს ამ მომენტში თავს გაკარგვინებს. ასეთი შეცდომა მეც დამიშვია. ილიაც ამას ცდილობდა. ამიტომ ჰქონდა ისეთივე წვეულებები. ალბათ ჩხუბის წინ ისეთივე საუბრები ჰქონდათ, როგორც აქამდე. ეს შეცდომაა. - ამბობს ჯასტინ გეიჯი
Justin Gaethje says Ilia Topuria made "terrible emotional mistakes" leading up to their fight 😬
— Championship Rounds (@ChampRDS) September 9, 2026
"He wasn't prepared for what happened that night. That's his fault. He didn't think it was possible for someone to be in there with him for that long.
He forgot who he was and how… pic.twitter.com/wup3G2ajTr
ილია თოფურიას შესაძლო დაბრუნებაზე ჯერ ოფიციალური არაფერი იწერება, მაგრამ ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.