ლუის ჰამილტონი: "იმედი მაქვს, მერსედესი უფრო ძლიერ ბოლიდს ააწყობს"
"მერსედესსა" და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პილოტს, ლუის ჰამილტონს სურთ, გულშემატკივარს ბოლო 2 სეზონის ჩავარდნა დაავიწყონ და ლეგენდარული ბრენდი F1-ის რეიტინგის სათავეში დააბრუნონ. მერსედესი და მისი რამდენიმე კონკურენტი ცდილობენ შექმნან ისეთი ბოლიდი, რომელიც ისტორიაში ყველაზე დომინანტურ სეზონს გადაფარავს. 2023 წელს "რედ ბულმა" და მისმა პილოტმა, მაქს ვერსტაპენმა ყველაზე მეტი გრან პრი მოიგეს ფორმულა 1-ის ისტორიაში.
ჰამილტონმა მესედესის ქარხნები მოინახულა და ბაქოში FIA-ს სეზონის დახურვის გალა ღონისძიებაზე თქვა, რომ მერსედესის ეიმედება და დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერი ბოლიდის მართვა მოუწევს, ვიდრე ეს 2023-ში იყო:
მე ყოველთვის ვაკვირდები ბოლიდის შექმნის პროცესს, მინდა ვხედავდე, როგორ ვითარდება ის, დარწმუნებული ვარ, ნადვილი "მხეცი" იქნება. "რედ ბულის" გუნდმა სტანდარტები მაღლა ასწია და ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენსა და მათ შორის უფსკრული აღმოვფხვრათ. მადლობა ჩვენს გუნდს, რომლებიც არასდროს ნებდებიან. წინა წლის ავტომობილი ძალიან ცუდი იყო, სამართავად მოსაწყენი, მაგრამ ფარხმალი არავის დაუყრია. ცუდი შედეგის მიუხედავად, თითოეული ადამიანი ყოველდღიურ მუშაობაში იყო ჩართული, რაც ჩემთვის დიდი მოტივაციაა - განაცხადა 7-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუის ჰამილტონმა
Our Team ❤️ From everyone in Brackley, Brixworth and trackside... thank you for all the hard work this year
— Mercedes-AMG PETRONAS F1 Team (@MercedesAMGF1) December 17, 2023
Wasn't the season we all hoped for, but we never gave up. Enjoy some downtime over the festive season and we'll be back fighting in 2024 💪 pic.twitter.com/P8T1OvmAYv
F1-ის წინასეზონო ტესტირება ბაჰრეინში 21 თებერვალს იწყება, გუნდები თავიანთ ახალ ბოლიდებს, 2024 წლის პირველ ოფიციალურ შეჯიბრებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგენენ.