Belive

მაქს ვერსტაპენმა ბრაზილიის გრან პრი მე-17 პოზიციიდან მოიგო

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მაქს ვერსტაპენმა ივნისის ესპანეთის გრან პრის შემდეგ პირველი რბოლა მოიგო და ეს წვიმიან 'ინტერლაგოსზე' მოახერხა. ქაოსსა და დიდ დრამაში მაქსი ყველაზე გაწონასწორებული აღმოჩნდა და ნამდვილი შოუ დადგა - ბრაზილიის გრან პრი 'მედ მაქსმა' მე-17 ადგილიდან მოიგო.

ვერსტაპენმა მხოლოდ პირველ წრეზე 7 მძღოლი ჩამოიტოვა და ანახა საკუთარი განსაკუთრებული უნარები იმისა, თუ როგორ უნდა მართო ბოლიდი სველ საფარზე. სან პაულუში თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში წვიმდა - კვალიფიკაციაზე პირველ ადგილზე გასული ლანდო ნორისმა წნეხს ვერ გაუძლო, მან თავისი "მაკლარენი" მხოლოდ მე-6 ადგილზე გაიყვანა.

მოულოდნელი იყო პოდიუმზე "ალპინას" გამოჩენა - მათი ორივე პილოტი, ესტებან ოკონიცა და პიერ გასლიც მე-2 და მე-3 ადგილებზე გავიდნენ. ალპინას ასეთი შედეგი რბოლის მთავარი მოვლენა იყო. ესტებან ოკონი ფრანკო კოლაპინტოს ავარიით გამოწვეული წითელი დროშების შემდეგ პირველ ადგილზეც კი აღმოჩნდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 'ფერარით' კარლოს საინსი დაიმტვრა, ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი შემოვიდა და მაქსმა ოკონთან არსებული ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მაქსი რეიტინგში კიდევ უფრო გალიდერდა და ლანდო ნორისს 62 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები