Belive

ლევან საგინაშვილი: ,,თუ დევონს ექნება სურვილი, შემიძლია, რემატჩიც ჩავნიშნო, არ არის პრობლემა''

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა, დევონ ლარატთან შთამბეჭდავ გამარჯვებაზე ისაუბრა:
,,პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს. მადლობა დევონს მატჩისთვის და იმ სიტყვებისთვის, რაც თქვა. ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოვემზადე, მეტოქე უმაღლეს დონის სპორტსმენად შევაფასე. მე და ჩემმა გუნდმა მომზადებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, შეიძლება, ზედმეტად ემოციურად მომივიდა გამოსვლა და თუ ვინმე გავაღიზიანე, ბოდიშს ვუხდი. ძალიან ბევრი ღირსეული მოწინააღმდეგე მყავს და მათ სუნთქვას ჩემს ზურგის უკან ყოველთვის ვგრძნობ. ვიცი, რომ ემზადებიან და მეც ვცდილობ, რომ არ გავჩერდე, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდე. ჯერჯერობით შემდეგი მოწინააღმდეგე არ ვიცი, თუ დევონს ექნება სურვილი, შემიძლია, რემატჩიც ჩავნიშნო, არ არის პრობლემა. ვართ თუ არა ყველა დროის საუკეთესო ამ სპორტში? არა, ამის თქმა არ შემიძლია. არ ვიცი, ეს ხალხმა და ისტორიამ შეაფასოს,'' - განაცხადა საგინაშვილმა.
დუბაიში, King Of The Table 4-ის ივენთზე, ,,ქართველმა ჰალკმა'' ლეგენდარული დევონ ლაროტი უშანსოდ, 6:0 დაამარცხა.

სხვა სტატიები