Belive

დევონ ლარატი: "ლევანთან გამარჯვება გულშემატკივრების გამო მინდოდა"

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

თურქეთში მკლავჭიდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება ჩატარდა. EAST VS WEST 12-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაზე, მთავარი ბრძოლა 2 უდიდეს სპორტსმენს, ლევან საგინაშვილსა და დევონ ლარატს შორის გაიმართა. ქართველმა ჰალკმა, აბსოლუტური წონის ჩემპიონის ქამარი, დევონს უპრობლემოდ ჩამოართვა. შეხვედრა 4 რაუნდში, საგინაშვილის სრული დომინაციით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ლარატმა ლევანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

თავს ცუდად მართლა არ ვგრძნობ, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა. მე აბოსულუტურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ გამარჯვება დამრჩენოდა.

ჩემი კარგი სტარტი პირველ რაუნდში? ლევანი ყველაფერში ძლიერია, თუ მას რამე განსხვავებულს შესთავაზებ, მას აუცილებლად აქვს უამრავი ვარიანტი და იდეა როგორ შემოგიტრიალოს სცენარი. მქონდა შესანიშნავი პოზიცია და უამრავი ენერგიაც, თუმცა ლევანი სხვა დონეზეა.

უამრავი ადამიანი მამხნევებდა დარბაზიდან, ზურგიდან ჩემი ქომაგები მხარს მიჭერდნენ და მე ამას ვგრძნობდი. გამარჯვება საკუთარი თავისთვის კი არა - მათთვის მინდოდა, მე ყველაფერი გავაკეთე... - განაცხადა დევონ ლარატმა წაგებული შეხვედრის შემდეგ

იმის გარდა, რომ საგინაშვილმა ლარატს ჩემპიონის ქამარი წაართვა, ორი წლის წინ KING OF TABLE-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრშიც უპრობლემოდ დაამარცხა. თუ აქამდე მაინც არსებობდა კითხვები, ვინაა მკლავჭიდის ამ 2 გიგანტს შორის საუკეთესო, უკანასკნელმა შეხვედრამ, ამ საკითხზე დისკუსიას, აზრი გაუქრო.

სხვა სტატიები