Belive

ლევან საგინაშვილმა დევონ ლარატი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

თურქეთის ქალაქმა სტამბოლმა მკლავჭიდის ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებას უმასპინძლა. EAST VS WEST 12-ის ეგიდით გამართული შეჯიბრის მთავარი დაპირისპირება, აბსოლუტური წონის ჩემპიონს, კანადელ დევონ ლარატსა და ლევან საგინაშვილს (ქართველი ჰალკი) შორის გაიმართა.

აქამდე, ეს ორი სპორტსმენი KING OF TABLE-ის ტიტულისთვის შეხვდნენ ერთმანეთს და ლევანმა ლარატი მაშინაც დაამარცხა. დღეს გამართულ ღონისძიებაზე კი დამტკიცდა, რომ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ქართველ ჰალკს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს, ქართველმა დევონს 4:0 მოუგო და უკეთესის ვინაობა ეჭვქვეშ არ დამდგარა. საგინაშვილმა ლარატის ქამარი გადაიბარა.

ღონისძიებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საგინაშვილმა მოწინააღმდეგეს, სიმბოლურად, ბავშვის საფენი აჩუქა, თავად კი მისი ქამარი მოიტაცა. ლარატის მხრიდან კი იყო დაპირება, რომ ჰალკი აუცილებლად დამარცხდებოდა, კანადელი სპორტსმენის მუქარა, საბოლოოდ, მხოლოდ ფუჭ სიტყვებად დარჩა...

სხვა სტატიები