Belive

ლეგენდების ბრძოლა | ჯონ ჯონსმა მიოჩიჩის კარიერა დაასრულა

1 თვის წინ სხვა
2 წთ

UFC 309 ნიუ იორკში, 'მედისონ სქუეარ გარდენში' უამრავი მაყურებლის, ცნობილი სახეებისა და საპატიო სტუმრების თანდასწრებით ჩატარდა. ყველა ღონისძიების მთავარი ბრძოლის სანახავად იყო მისული და აინტერესებდათ, არის თუ არა ჯონ ჯონსი ისევ ისეთი მომაკვდინებელი მებრძოლი, როგორადაც მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში გააცნო მსოფლიოს თავი. მეორე მხარეს კი მძიმე წონის ნამდვილი მეფე, სტიპე მიოჩიჩი იდგა და მას უფრო საკუთარი თავისთვის ჰქონდა დასამტკიცებელი რაღაც, ვიდრე მაყურებლისთვის.

ჯონსმა ბოლოს 2023 წლის მარტში სირილ განისთან იჩხუბა და გაიმარჯვა, სტიპე კი უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა ოქტაგონზე, მან ბოლო ბრძოლა 2021 წელს, 'პრაიმში' მყოფი ნგანუს წინააღმდეგ ჩაატარა და ნოკაუტით დამარცხდა.

მიოჩიჩს მძიმე წონის ჩემპიონის ქამარი 3-ჯერ აქვს დაცული, რაც რეკორდია. ჯონსი კი არის ადამიანი, რომელმაც ქვე-მსუბუქი წონა 2-ჯერ გაასუფთავა და როცა აღარაფერი დარჩა მოსაგები, მძიმე წონაში გადავიდა, სადაც ისევ ჩემპიონი გახდა და ამ ჩემპიონობის დაცვას აგრძელებს. კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს და ისიც იმიტომ, რომ იდაყვების არალეგალურად გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

დღევანდელ ბრძოლაში ჯონსი სრულ უპირატესობას ფლობდა. პირველ რაუნდში თითქმის 3-წუთიანი კონტროლი ჰქონდა მოწინააღმდეგეზე და ზემოდან იდაყვებით ამუშავებდა. მეორე რაუნდი დგომში წარიმართა და ხელით რაიმე მძიმე დარტყმა არცერთ მებრძოლს არ გაუშვია, თუმცა სტიპეს 2-ჯერ მოხვდა ფეხი ღვიძლში, რაც ორივე შემთხვევაში შესამჩნევი და მტკივნეული იყო. ბრძოლა მესამე რაუნდში დასრულდა, ჯონსმა ტრიალში ფეხი გაისროლა ზუსტად იმ წერტილში, სადაც სტიპეს პირველსა და მეორე რაუნდში აყენებდა ფეხით დარტყმებს. მიოჩიჩი ტკივილსგან ჩაიკეცა და ჯონსმაც მისი დაფინიშება აღარ გადადო.

"მე დავამთავრე" - ეს იყო სტიპე მიოჩიჩის სიტყვები დამარცხების შემდეგ, ჯონსმა კი განაცხადა, რომ ცოტა მოლაპარაკებები, ვაჭრობა და შესაძლოა ხალხმა ის მიიღოს, რაც უნდათ (ტომ ასპინალთან ბრძოლა იგულისხმება).

სხვა სტატიები