Belive

ჯონ ჯონსი: "რთული იყო მოხუცი ტაისონის ყურება"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

58 წლის მაიკ ტაისონი რინგზე დაბრუნდა და ბრძოლა ცნობილ "იუთუბერთან", ჯეიკ პოლთან ჩაატარა. დიდი ხნის დაგეგმილმა სანახაობამ მოლოდინი ვერ გაამართლა. 8 ორწუთიანი რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეიკ პოლმა გაიმარჯვა, თანაც ისე, რომ სუფთა დარტყმა არ გაუტარებია. UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა, მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა

ძალიან რთული სანახავი იყო მოხუცი ტაისონის ყურება. მან ეს ბრძოლა ვარჯიშის კადრებითა და იმით გაყიდა, რომ ასაკისთვის შეუსაბამოდ კარგად გამოიყურება. როგორც როი ჯონს უმცროსი ამბობს - "რაც არ უნდა იყოს, ფეხები აღარ მუშაობს".

მე მაინც ძალიან დიდ პატივს ვცემ მაიკს, თუნდაც იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და იბრძოლა, იმედია კარგად გადაუხადეს. - განაცხადა ჯონ ჯონსმა

თავად ჯონ ჯონსმა შაბათს სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში დააფინიშა და მძიმე წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა, მიოჩიჩმა ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ ბრძოლისთვის თავის დანებებას აპირებს, UFC მუშაობს, რომ დროებითი ჩემპიონის, ასპინალისა და ჯონ ჯონსის დაპირისპირება შედგეს.

სხვა სტატიები