Belive

ლაშა ტალახაძე მსოფლიო თასზე არ იასპარეზებს

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ტაილანდში გასამართ მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძე არ იასპარეზებს. ამის მთავარი მიზეზი ტრავმის რისკებია.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც სიტუაცია ნათლად არის ახსნილი.

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასზე, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების სავალდებულო სალიცენზიო ჩასათვლელი ტურნირია 13:00 საათზე ასპარეზობა +109 კგ. წონითი კატეგორიაში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებით, ლაშა რეგლამენტის შესაბამისად სტარტზე გამოცხადდება, თუმცა მაშინ, როდესაც პარიზის ოლიმპიადამდე 4 თვეა დარჩენილი რისკების თავიდან აცილების მიზნით ასპარეზობისგან თავს შეიკავებს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის განცხადებით, ლაშა ტალახაძემ ბოლო ვარჯიშებზე საგრძნობლად გააუმჯობესა მისი მონაცემები და სპორტსმენის ოლიმპიადისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო თასი არის ბოლო სალიცენზიო სავალდებულო ტურნირი და სტარტზე გამოცხადება სავალდებულოა. - ვკითხულობთ ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში

მსოფლიო თასი ოლიმპიადის წინ ბოლო სალიცენზიო ტურნირია. მასზე გამოცხადება აუცილებელია, რომ სპორტსმენმა მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვოს.

სხვა სტატიები