Belive

"ფეხზე უფრო საშიში ვიყავი და მისი გრეპლინგიც შევაჩერე" - იან გარი

23 საათის წინ სხვა
1 წთ

იან გარიმ ისლამ მახაჩევთან ბრძოლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირლანდიელი თვლის, რომ მახაჩევთან ჩხუბში ყველაფერი სწორად გააკეთა, თუმცა, გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გარის თქმით, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

ბრძოლას 3:2-ს შევაფასებდი, მის სასარგებლოდ. ბოლო რაუნდამდე 2:2 იყო. მან მოახერხა და უკანასკნელი რაუნდი ჩემს ზურგზე დაასრულა, რამაც საბოლოოდ ჩხუბი მოაგებინა. ფეხზე მეტად საშიში ვიყავი. შევძელი, რომ მისი გრეპლინგი შემეჩერებინა. ისე ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე. საბოლოო ჯამში, ბოლო რაუნდის უკანასკნელ წამებში მან გააკეთა ის, რაც საჭირო იყო ბრძოლის მოსაგებად.

მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ ამ სპორტში და მთელი სამყარო ჩემს ფეხქვეშაა. უბრალოდ, წინსვლა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება უნდა გავაგრძელო. - იან გარი

შეგახსენებთ, რომ იან გარისა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა სატიტულო იყო. დაღესტნელმა ქვესაშუალო წონის ქამარი პირველად დაიცვა.

სხვა სტატიები