Belive

ანნა-მარია ვაგნერმა 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

1 თვის წინ სხვა
2 წთ

უძლიერესმა გერმანელმა ქალმა ძიუდოისტმა, ანნა-მარია ვაგნერმა, 29 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

მან 25-26 ოქტომბერს, გერმანიის შიდა ჩემპიონატი იჭიდავა, სადაც ჩემპიონი გახდა, ტურნირის დასრულების შემდეგ მან გამოაცხადა, რომ მისი ძიუდოს კარიერა სამშობლოში ჩემპიონობით დასრულდა.

ანნა-მარია ვაგნერი გერმანიის ჩემპიონია

29 წლის ძიუდოისტს ბრწყინვალე კარიერა გამოუვიდა, მან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში (78 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რასაც გუნდურ პირველობაშიც ბრინჯაოს მედალი დაამატა.

გარდა ოლიმპიადებისა, იგი 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია (2021 წელი - ბუდაპეშტი, 2024 წელი - აბუ დაბი), ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლისა (2024 წელი - ზაგრები) და ბრინჯაოს მედლები (2018 წელს თელ ავივში) აქვს მოპოვებული.

მან IJF ტურში, კერძოდ კი გრანდ სლემებზე 8-ჯერ შეძლო ჩემპიონობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგომა.

  • 2021 წლის თელ ავივის გრანდ სლემი

  • 2021 წლის ყაზანის გრანდ სლემი

  • 2022 წლის ანტალიის გრანდ სლემი

  • 2022 წლის თბილისის გრანდ სლემი

  • 2023 წლის თბილისის გრანდ სლემი

  • 2023 წლის ბაქოს გრანდ სლემი

  • 2024 წლის გრანდ სლემი

  • 2024 წლის დუშანბეს გრანდ სლემი

ეს მისი გრანდ სლემების მოგების სრული ჩამონათვალია. ვაგნერმა ზედიზედ 2-ჯერ შეძლო და თბილისის გრანდ სლემი მოიგო.

რაც შეეხება გრან პრიზებს, მან 3-ჯერ შეძლო მოგება (2019 წელი მარაკეში, 2019 წელი ანტალია, 2023 წელი ლინცი).

ასე და ამგვარად, 29 წლის ძალიან ტიტულოვანმა და ძლიერმა გერმანელმა ქალმა, ანნა-მარია ვაგნერმა, პროფესიონალური კარიერა დაასრულა.

სხვა სტატიები