Belive

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ფიცარნაგზე +109 კგ. წონით კატეგორიაში, ლაშა ტალახაძესა და ბაქარ თურმანიძეს უნდა ეასპარეზათ, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელოდა, თუმცა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა.

Georgian Weightlifting Federation საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები