Belive

საქართველო საერთო რეიტინგში 24-ე ადგილამდე დაწინაურდა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიადაზე, დღეს საქართველოსთვის შედეგიანი და რაც მთავარია, ხარისხიანი დღე იყო. ჯერ გენო პეტრიაშვილი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, დაახლოებით 2 საათში კი ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მოიპოვა და ქართველმა სპორტსმენებმა ჩვენი ქვეყნის ყულაბას ერთდროულად 2 ოქროს მედალი შეჰმატეს.

ამ მიღწევით, საქართველომ საერთო რეიტინგში 24-ე ადგილამდე აიწია. ჩვენი სპორტსმენების ანგარიშზე 3 ოქრო (ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ტალახაძე), 2 ვერცხლი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) და 1 ბრინჯაოა (ლაშა გურული). მართალია, 2020 წელს ტოკიოში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმი ვეღარ გამეორდება (8 მედალი), თუმცა უკეთესი მიღწევის მოლოდინში ვართ.

ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, გივი მაჭარაშვილს მედალი უკვე განაღდებული აქვს, ხვალ ის ოქროსთვის ბაჰრეინის წარმომადგენელს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად მოვიპოვებთ 4 ოქროს მედალს, რაც დიდ შანსს გვიტოვებს საერთო რეიტინგის 20-ეულშიც შევიდეთ.

სხვა სტატიები