Belive

ლაშა გურულმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

5 საათის წინ სხვა
1 წთ

ინგლისის ქალაქ დერბიში გამართულ ღონისძიებაზე, ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, კარიერის მესამე პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა და ამ შემთხვევაშიც გამარჯვებით დაასრულა. გურულმა 6-რაუნდიანი დაპირისპირება მექსიკელ ბენიტო სანჩეს გარსიას მოუგო. ქართველის უპირატესობა იმხელა იყო, რომ შედეგი ეჭვს აღარ იწვევდა და მსაჯების ერთუსლოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად სწორედ გურული გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებამდე ლაშამ პროფესიონალურ კრივში ჯერ ბერნარდ ები, შემდეგ კი ჯეიმს ფრანსისი დაამარცხა. გურული 2024 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია.