Belive

ლაშა გურული პროფესიონალ კრივში მორიგ ჩხუბს გამართავს

9 საათის წინ სხვა
1 წთ

ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში კიდევ ერთ ჩხუბს გამართავს. ლაშას მოწინააღმდეგე ლიამ დილონი იქნება, რომელიც საკმაოდ გამოცდილია. მას კარიერაში 22 ჩხუბი აქვს გამართული და აქედან 16 მოიგო. ინგლისელ მოწინააღმდეგეს 5 მარცხი და ერთი ფრე აქვს.

ბრძოლა საფეხბურთო კლუბ საუთჰემპტონის საშინაო მოედანზე - "სენტ მერიზე". 20 ივნისს გაიმართება.

ლაშა გურულს პროფესიონალურ რინგზე 3 ჩხუბი აქვს გამართული და აქედან სამივე გამარჯვებით დაასრულა.

View this post on Instagram

A post shared by SMARTLAB BOXING PROMOTIONS (@smartlabboxing)

სხვა სტატიები