ოლიმპიური ოქრო და ნიშნობა ერთად
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე, შერეულ წყვილთა თანრიგში, ბადმინტონის ფინალი გაიმართა და გამარჯვება ჩინეთის წარმომადგენლებმა, ჰუანგ იაშიონგმა და მისმა მეწყვილემ, ჟენგ სივეიმ მოიპოვეს. მას შემდეგ, რაც სპორტსმენებმა კუთვნილი ოქროს მედლები ჩაიბარეს, ჰუანგს კიდევ ერთი სურპრიზი ელოდა წინ.
ჩინელი გოგონას შეყვარებულიც ასევე ბადმინტონს თამაშობს და მონაწილეობას ინდივიდუალურ შეჯიბრში იღებდა, მან შესანიშნავი მომენტი შეარჩია და ჰუანგს ცოლობა სწორედ მაშინ სთხოვა, როცა სპორტსმენი ჩემპიონობას ზეიმობდა.
"I’ll love you forever! Will you marry me?"
— Li Zexin (@XH_Lee23) August 2, 2024
"Yes! I do!"
OMG!!! Romance at the Olympics!!!❤️❤️❤️
Huang Yaqiong just had her "dream come true", winning a badminton mixed doubles gold medal🥇with her teammate Zheng Siwei
Then her boyfriend Liu Yuchen proposed! 🎉🎉🎉 pic.twitter.com/JxMIipF7ij
ჰუანგმა და ჟენგმა ფინალში სამხრეთ კორეის წარმომადგენლები - 21:12 და 21:8 დაამარცხეს. აღსანისნავია, რომ წყვილს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი შედეგი გააუმჯობესეს.
ამ მომენტისთვის, ჩინეთი მოპოვებული მედლების მიხედვით შედგენილ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. მართალია აშშ-ს ჯამში 40 მედალი აქვს, ჩინეთს კი - 26, თუმცა ჩინეთს 12 ოქროს მედალოსანი ჰყავს, აშშ-ს კი - 9.