Belive

ლაშა ბექაური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პარიზის გრანდ სლემს გამოტოვებს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ლაშა ბექაური პარიზის გრანდ სლემს გამოტოვებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ძიუდოისტი ტურნირს ჯანმრთელობის პრობლემის გამო გამოტოვებს, კონკრეტულად მიზეზი კი ვირუსი და მაღალი ტემპერატურაა.

პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. გიორგი ჩიხელიძე ფინალში იაპონელ ტაცუკი იშიჰარას შეხვდა და ვაზარით დამარცხდა.

ხვალინდელ მესამე საშეჯიბრო დღეს, როგორც უკვე გითხარით ლაშა ბექაური ტურნირს ჩაეხსნა, ტატამზე ხვალ გამოვლენ გიორგი ჯაბნიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე, საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემზე 2023 წელს, საქართველოს ნაკრებმა მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში, 2 მოპოვებული ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა.

2023 წლის პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედლები: ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიგო.

სხვა სტატიები