Belive

ლას-ვეგასის გრან პრიზე ფერარი განსაკუთრებული დიზაინით გამოვა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ფერარი ლას-ვეგასის გრან პრიზე განსაკუთრებული დიზაინით წარდგება. SF-23 ტიპის ბოლიდებზე ტრადიციულ წითელ ფერს დიდი რაოდენობით თეთრიც შეერევა, იგივე მოხდება პილოტების, ჩარლზ ლეკლერისა და კარლოს საინსის ეკიპირების შემთხვევაშიც.

იტალიური გუნდის შთაგონების წყარო 1970-იანი წლებია, როცა აშშ-ში ფერარის "ოქროს ხანა" იდგა, იმ პერიოდში "თეთრ-წითლებმა" საკუთარი ისტორიის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები შექმნეს.

ლეგენდარულმა ნიკი ლაუდამ ჩემპიონობა 2-ჯერ, 1975 და 1977 წლებში მოიპოვა. 1976 წელს "ლონგ ბიჩზე" კლეი რეგაზონიმ გაიმარჯვა, "უოტკინს გლენზე" კი პირველი ადგილი კარლოს როიტმანმა დაიკავა - 1978-ში. ამ წლების განმავლობაში ფერარი მუდამ შერეული, თეთრ-წითელი დიზაინით გამოდიოდა.

ისევე, როგორც ბოლიდის შემთხვევაში, ფერარის პარტნიორმა PUMA-მ პილოტებისთვის განსაკუთრებული ჩაფხუტები და კოსტუმები დაამზადა.

სხვა სტატიები