Belive

ლანდო ნორისმა სინგაპურის გრან პრი მოიგო

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სინგაპურის გრან პრიზე ისევ 'მაკლარენი' დომინირებდა. გუნდის პირველმა ნომერმა, ლანდო ნორისმა, რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო და შეცდომის გარეშე იარა. ლანდომ მეორეზე გასული მაქს ფერსტაპენი 21 წამით ჩამოიტოვა, მესამეზე გასულ გუნდელს, ოსკარ პიასტრის კი 40 წამით აჯობა. საბოლოოდ, მაკლარენმა პოდიუმზე 2 ადგილი დაიკავა და კონსტრუქტორთა დავაში, მეორეზე მყოფ 'რედ ბულს' 41 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია პიასტრის შესანიშნავი ასპარეზობა. ოსკარმა რბოლა მე-5 ადგილიდან დაიწყო და 'მერსედესის' ორივე პილოტი, ჰამილტონიცა და რასელიც უკან მოიტოვა. ნორისს ყველაზე სწრაფად გავლილი წრის ქულაც უნდა მოეპოვებინა, თუმცა დანიელ რიკარდომ პიტსტოპზე ხისტი საბურავები რბილით შეცვალა, რათა უსწრაფესი წრე დაეფიქსირებინა და ეს მოახერხა კიდეც.

ახლა, საერთო ჩათვლაში მაქს ფერსტაპენი ნორისს 52 ქულით უსწრებს, წინ კიდევ 6 რბოლა და გასათამაშებელი 180 ქულაა.

სხვა სტატიები