Belive

ფერარი მაკლარენს უწყინარ სიტუაციაში დაეჯახა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ლანდო ნორისი (მაკლარენი) და შარლ ლეკლერი (ფერარი), სინგაპურის გრან პრის მეორე თავისუფალი ვარჯიშის დროს, პიტ-ლეინზე, უცნაურ ინციდენტში მოხვდნენ, რის შედეგადაც, მაკლარენის მრბოლელი ნახევრად ჯებირებში აღმოჩნდა.

ერთსაათიანი სესიაზე მეორე წითელი დროშის აფრიალების შემდეგ, რაც Racing Bull-ის მრბოლელის, ლიამ ლოუსონის ავარიამ გამოიწვია, მრბოლელები და გუნდები მოუთმენლად ელოდნენ ტრასაზე დაბრუნებას, რათა 15 წუთით ადრე, პროჟექტორების ქვეშ გადამწყვეტი გარბენი მოესწროთ.

როდესაც ნორისი მაკლარენის მექანიკოსებმა ავტოფარეხიდან გამოიყვანეს, ლეკლერიც მეზობელი ფერარის ავტოფარეხიდან დაიძრა და სულ რაღაც ერთი წამის შემდეგ, ისინი სწრაფ ზოლში შეეჯახნენ ერთმანეთს.

ლეკლერმა პრობლემების გარეშე განაგრძო რბოლა, ნორისი კი ტრასაზე გასვლამდე, ახალი წინა ფრთის დასაყენებლად, ავტოფარეხში მიაბრუნეს.

ინციდნეტის შემდეგ, ლანდოს თანაგუნდელმა, ოსკარ პიასტრიმ რადიოში იხუმრა: 'ერთ დღეს ფერარი, ალბათ, გამოიგონებს სარკეებს'.

სხვა სტატიები