კრიშტიანუ რონალდუ: "თოფურია ბევრს ლაპარაკობს"
ცნობილი ფაქტია, რომ ილია თოფურია მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია. ქართველი სანტიაგო ბერნაბეუზე UFC-ის ქამრით ჩავიდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ესპანეთის დედაქალაქში მან ოვაციები მიიღო და ყველასთვის გმირი გახდა, თუმცა UFC 308-ის წინ, რეალის ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ არჩევანი მაქს ჰოლოუეიზე შეაჩერა.
თოფურია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ვფიქრობ, როდესაც მან დაამარცხა ვოლკანოვსკი, ვოლკი არ იყო მზად იმ დარტყმის მისაღებად, რაც ილიამ გაუტარა.
თოფურიას არ უჩხუბია საუკეთესო ბიჭებთან. ჰოლოუეი ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა, ასე რომ, თუ ილია მაქსს დაამარცხებს, ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს. - განაცხადა რონალდუმ PLFMMA-სთან ინტერვიუში, ჰოლოუეისთან ბრძოლის წინ
👀👂🏻BTS footage of Cristiano Ronaldo, Francis Ngannou and Eric Nicksick discussing the much anticipated fight between Max Holloway and Topuria at UFC 308:
— Home of Fight (@Home_of_Fight) November 1, 2024
Ronaldo: "That guy (Topuira) speaks too much...he's (Max) never been KO'D, this is what will be tough for Topuria"… pic.twitter.com/KdDXdP62j7
კრიშტიანუ რონალდუ ფრენსის ნგანუს კარგი მეგობარია, სწორედ ამის გამო მოხვდა PLFMMA-ის პოდკასტში (UFC 308-ის წინ). ღონისძიების მთავარი ბრძოლის მესამე რაუნდში, ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი, კარიერის განმავლობაში პირველად გათიშა, ამრიგად პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, საკუთარი სიტყვების შესაბამისად, ქართველის პატივისცემა მოუწევს.