"ილიასა და ისლამის ჩხუბზე საუბრისას, პასუხი ყოველთვის ერთი იქნება" - ალექსანდრე თოფურია
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ალექსანდრე თოფურიას ილიასა და ისლამის პოტენციურ დაპირისპირებაზე ჰკითხეს. უფროს ძმას ილიას შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება და თვლის, რომ მახაჩევის წინააღმდეგ გამარჯვება არ გაუჭირდება.
ისლამ მახაჩევმა ის გააკეთა, რაც გამარჯვებისთვის უნდა გაეკეთებინა. ვერ ვიტყოდი, რომ გასაოცარი ჩხუბი იყო, მაგრამ ისლამმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თუ ჩემი ძმისა და ისლამის ჩხუბზე ვისაუბრებთ, პასუხი ყოველთვის ერთი იქნება. ჩემი ძმის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ამ ჩხუბის შემთხვევაში ილია ოქტაგონს ხელაწეული დატოვებს. - განაცხადა ალექსანდრემ
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე 22 ნოემბერს დოჰაში იჩხუბებს. მისი მეტოქე ბეკჟატ ალმახანი იქნება, რომელსაც UFC-ში 2-დან 1 ჩხუბი აქვს მოგებული. ბრძოლები ჩვენი 20:00 საათიდან დაიწყება.