Belive

"ილია პენსიაზე გასასვლელად ემზადება" - ქვინტონ ჯექსონი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე კვირის წინ, ილია თოფურიამ ბრძოლისთვის მზადების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანაკში ისლამ მახაჩევიც ჩაერთო. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ორი მებრძოლი ერთმანეთს შეხვდება.

ილია-ისლამის ჩხუბის შემდგომი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ლეგენდარულ 'Rampage' ჯექსონს საინტერესო მოსაზრება აქვს.

თოფურიას ჩემპიონობის კანდიდატთან ჩხუბი არ სურს. მას პირდაპირ ტიტულისთვის ჩხუბი უნდა. იცით რა მოხდება ამის შემდეგ? ილია პენსიაზე გასასვლელად ემზადება. ჩემი აზრით, ის ამას გააკეთებს, კარიერას დაასრულებს. - განაცხადა ჯექსონმა JAXXON PODCAST-ში საუბრისას

შეგახსენებთ, რომ ილიას ბოლო ბრძოლიდან თითქმის ნახევარი წელია გასული. "ლეგენდამ" უკანასკნელ დაპირისპირებაში მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

რაც შეეხება მახაჩევს, მან მოიკანუ პირველივე რაუნდში საბმიშენით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

სხვა სტატიები